გულშემატკივრები მარცხში მესის და მაქსველს ადანაშაულებენ
ესპანურმა გამოცემა ”მარკამ” ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 40,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის მიზანი
იყო, გაერკვიათ, თუ ვის მიიჩნევენ გულშემატკივრები დამნაშავედ ”ბარსელონას” მიერ განცდილ მარცხში. შედეგებმა აჩვენეს, რომ მაყურებელთა უმეტესობა ლიონელ მესისა და მაქსველს ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა ბრალი ხერარდ პიკეს, ვიქტორ ვალდესსა და პედრო როდრიგესსაც დასდეს.
გამოკითხულთა უმეტესობა დადებითად აფასებს დავიდ ვილიასა და ერიკ აბიდალის მიერ მოედანზე გაწეულ შრომას.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ლონდონში გაიმართა, ”ბარსელონა” ”არსენალთან” დამარცხდა, ანგარიშით 2:1. კატალონიელების მიერ გატანილი ერთადერთი გოლი დავიდ ვილიას ანგარიშზეა. მან მეტოქის კარი ლიონელ მესის შესანიშნავი გადაცემის შედეგად დალაშქრა. ”არსენალის” მხრიდან გოლები ვან პერსმა და არშავინმა გაიტანეს.
საპასუხო შეხვედრა 8 მარტს, კატალონიის დედაქალაქში გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]