დი მარციო: არტური "იუვენტუსის" შეთავაზების განსახილველად მზადაა
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურმა, "იუვენტუსს" შეატყობინა, რომ შემოთავაზების განსახილველად მზადაა.
ადრე გავრცელებული ცნობებით, ტურინულ კლუბს მირალემ პიანიჩის არტურში გაცვლა სურს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" დატოვება არ სურს, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.
დი მარციოს მტკიცებით, არტურს "ბიანოკნერისთვის" აშაკარა თანხმობა ჯერ არ უთქვამს, თუმცა იტალიელები 23 წლის შუახაზელის ტრანსფერს უკვე ოპტიმისტურად უყურებენ.
Mundo Deportivo-ს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც იტალიელი ჟურნალისტიც ადასტურებს, "იუვემ" ბრაზილიელს 5 მილიონი ევროთი მეტი ხელფასი შესთავაზა. ამჟამინდელი მდგომარეობით, როგორც ჩანს, ტურინელთა ამ ნაბიჯმა გაამართლა. გარდა მიმზიდველი შემოთავაზებისა, არტურზე გავლენა სათამაშო დროის ნაკლებობამაც იქონია.
აღსანიშნავია, რომ კლუბებს ყველა დეტალის შესათანხმებლად ვადა 30 ივნისამდე აქვთ. თუ მხარეები ამ დრომდე ვერ შეთანმხდებიან, მაშინ ტრანსფერი აღარ შედგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]