მე და ჩემი ხალხი "ბარსას" ჩასაბარებლად ვემზადებით - ჩავი ერნანდესი
"ბარსელონას" ლეგენდა და "ალ-სადის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი საკუთარ სურვილებსა და ოცნებებზე საუბრობს:
"ჩემი უდიდესი ოცნება "ბლაუგრანას" გაწვრთნა და აქ წარმატების მიღწევაა. საკუთარ ტრიუმფზე კი არ ვსაუბრობ, არამედ მოთამაშეებისა და მთლიანად გუნდის.
მე და ჩემი სამწვრთნელო პერსონალი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჩასაბარებლად ვემზადებით.
საჭიროა, კლუბში ყველანაირი ხელშემწყობი მდგომარეობა მქონდეს, რომ პროექტი 0-იდან დავიწყო და შედეგიანად განვახორციელო.
აქამდეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ხაზს გავუსვამ, რომ მსურს, "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში გადაწყვეტილებები ჩემით მივიღო.", - აცხადებს ესპანელი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]