როგორ გაფლანგა "ბარსამ" 800 მილიონი 5 წელში?
უკანასკნელად, "ბარსელონას" შემადგენლობა საგრძნობლად 2014 წლის ზაფხულში გაძლიერდა. მაშინ კატალონიელებმა ჯამში 165 მილიონი ევროს სანაცვლოდ გუნდში ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი მოიყვანეს.
2014 წლიდან მოყოლებული კატალონიელებმა 800 მილიონი ევრო ისეთ ფეხბურთელებში გადაიხადეს, რომლებმაც არათუ გუნდის ლიდერობა, არამედ თავის დამკვიდრებაც ვერ მოახერხეს.
2016 წლის ზაფხული: ანდრე გომეში, პაკო ალკასერი, სამუელ უმტიტი, ლუკა დინი, იასპერ სილესენი და დენის სუარესი "ბლაუგრანას" ჯამში 125 მილიონად შეუერთდნენ. ამჟამად კლუბში მხოლოდ უმტიტიღაა დარჩენილი, თუმცა ისიც არასტაბილურ მოთამაშედ იქცა.
2017 წლის ზაფხული: უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო, პაულინიო, ნელსონ სემედუ, იერი მინა, ჟერარ დეულოფეუ და მარლონი კლუბს ჯამში 375 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდნენ.
2018 წლის ზაფხული: აღნიშნულ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბში მალკომი, კლემან ლანგლე, არტური, არტურო ვიდალი და ხეისონ მურილიო 129 მილიონ ევროდ მოვიდნენ.
2019 წლის ზაფხული: ზაფხულის უკანასკნელ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსამ" ფრენკი დე იონგი, ანტუან გრიზმანი, ნეტუ, ჟუნიორ ფირპო და ემერსონი 273 მილიონად დაიმატა.
ჩამოთვლილი ფეხბურთელების უმეტესობას კატალონიურ კლუბში საკმაოდ ცუდი სეზონი ჰქონდა. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგალითად: პაულინიომ, ლანგლემ, ვიდალმა და სემედუმ კლუბში საკუთარი შესაძლებლობები თითქმის მაქსიმალურად გამოავლინეს.
შეძენილი ფეხბურთელების ასეთი დაბალი პროდუქტიულობა, რა საკვირველია, მოქმედი მენეჯმენტის შეცდომებსა და არასათანადო პროფესიონალიზმზე მიუთითებს და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მომავალ არჩევნებზე "ბარსელონას" მმართველი საბჭო სრულიად სხვა შემადგენლობით შეიცვალოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]