ერნესტო ვალვერდე "ვალენსიაში"?
"კამპ ნოუს" დატოვებიდან 5 თვის თავზე ერნესტო ვალვერდე ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს.
Onda Deportvio Valencia-ს ინფორმაციით, "ბარსას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, შესაძლოა, "ვალენსია" ჩაიბაროს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ვალვერდე და მისი ასისტენტი, ჟონ ასპირასუ, ვალენსიაში სახლს უკვე ეძებენ.
"ღამურების" რიგებში პრობლემები საკმაოდ აშკარაა და ალბერტ სელადესის პოსტიც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად 2017 წელს დაინიშნა, მასთან ერთად კატალონიელებმა ლა ლიგა 2-ჯერ, ხოლო კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი თითო-თითოჯერ მოიგეს. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები იდენტურად შოკისმომგვრელი თამაშების გამო მისი კარიერა "ბლაუგრანაში" ხანმოკლე აღმოჩნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]