"ბარსა" და "იუვე", შესაძლოა, კიდევ ერთ გაცვლაზე შეთანხმდნენ
გრიზმანის "ბარსელონური" კარიერა, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე წარმატებულად გამოიყურება. კიკე სეტიენის მწვრთნელობის პერიოდში ფრანგ ფეხბურთელს პრობლემები უკვე სათამაშო დროის მხრივაც აქვს.
იტალიური გამოცემის, Rai Sport-ის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონი, შესაძლოა, "ბარასა" და "იუვეს" შორის კიდევ ერთი გარიგების მონაწილე აღმოჩნდეს.
"ბიანკონერის" მხრიდან საუბარი ორ ფეხბურთელზე, დუგლას კოსტასა და ადრიან რაბიოზეა. იგივე წყარო ამ შეთანხმების ხელშემშლელ ფაქტორად ანტუანის ხელფასს ასახელებს. გრიზმანი წელიწადში 17 მილიონ ევროს იღებს, მაშინ, როდესაც კოსტასა და რაბიოს ჯამური ანაზღაურება 14 მილიონია.
აღნიშნული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა, მაგრამ, ზოგადად "ბებერი ქალბატონი" კოსტასა და რაბიოს გაყიდვას ზაფხულში აპირებს, ხოლო "ბარსას" ფინანსური პრობლემების გამო გრიზმანის გაშვებამ, შესაძლოა, გარკვეული სარგებელი მოუტანოს.
29 წლის ფეხბურთელს ჩემპიონატში ზედიზედ 9 თამაშია გოლი არ გაუტანია, ხოლო უკანასკნელ შეხვედრაში ის მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შემოვიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]