ლეო მესი ტოპ 5 ჩემპიონატს შორის კიდევ ერთი მაჩვენებელით ლიდერობს
არსებობდა გარკვეული მოსაზრებები, რომ მესი მიმდინარე სეზონში უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, თუმცა, მისი სტატისტიკური მონაცემები სულ სხვა მოცემულობაზე მეტყველებს.
შიდა ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, მესის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსას" კაპიტანი ორივე სტატისტიკური მაჩვენებლით ლიდერობს.
ამ მხრივ, რა საკვირველია, ჩანს, თუ რამდენადაა გუნდი არგენტინელზე დამოკიდებული.
ლეოს უახლოესი მდევრები გოლებში მონაწიელობის კუთხით რობერტ ლევადოვსკი (38) და ჩირო იმობილე (37) არიან. პოლონელი მესის კონკურენციას ვეღარ გაუწევს, ხოლო იტალიელს კი ლეოსთან შედარებით 4 მატჩით მეტი აქვს დარჩენილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]