ზიდანი: დამღლელია იმაზე საუბარი, რომ "რეალი" მხოლოდ მსაჯების ხარჯზე იგებს
მადრიდის "რეალს" უკანასკნელ 4 შეხვედრაში 3 თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება ჰქონდა. მათგან ორმა კი მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა.
"ბილბაოსთან" მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა სამეფო კლუბის წინააღმდეგ არსებულ ჭორებზე ისაუბრა.
"დავიღალე, რადგან მუდმივად ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, ჩვენ მხოლოდ მსაჯების ხარჯზე ვიგებთ."
"თქვენ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს უნდა აფასებდეთ და მათი თამაშის ხარისხს ამჩნევდეთ, მაგრამ, ვიცი, რომ მაინც არაფერი შეიცვლება."
"მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, ჩვენ მხოლოდ დარჩენილ თამაშებზე ვართ ფოკუსირებულნი."
"ლოს ბლანკოსის" სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებიდან რამდენიმე აშკარა მაგალითის გამოყოფა შეგვიძლია:
- დანი კარვახალის ჯარიმის მიუხედავად, "ხეტაფეს" სასარგებლოდ პენალტი არ დაინიშნა;
- კარვახალის ჯარიმა "მალიორკასთან" პირველი გოლის საწყის ეპიზოდში წესების დარღვევად არ მიიჩნიეს;
- "სოსიედადთან" გოლის ეპიზოდში ქარიმ ბენზემას მხრიდან ბურთზე ხელით თამაშს VAR-ის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია;
- რამოსის მიერ რაულ გარსიას საჯარიმოში წაქცევაზე, მსაჯებმა პენალტი არ დანიშნეს.
ამ ყოველივეს შემდეგ, გუშინ, ჟოზეპ მარია ბართომეუმ VAR-ის მისამართით თავისი გულისწყრომა დააფიქსირა. როგორც კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა, ვიდეო გამეორებას მხოლოდ ერთი გუნდის სასარგებლოდ იყენებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]