მეტი გოლი ნაკლებ დროში - ფატი ვინისიუსზე შედეგიანია
"ვილიარეალთან" შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი ანსუ ფატი იყო.
ესპანელმა მეოთხე გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "ბარსელონას" ისტორიაში საიუბილეო, მე-9000, გოლის ავტორი გახდა.
მიმდინარე სეზონში ეს ანსუსთვის მე-7 გოლი იყო, რითაც მან მადრიდის "რეალის" გარემარბს, ვინისიუს ჟუნიორს კიდევ უფრო მეტად გაასწრო.
29 თამაშში მოედანზე გატარებულ 1183 წუთში ფატის 6 გოლი ლა ლიგაში, ხოლო 1 - ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გატანილი. მის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე გადაცემაა, რომელიც დე იონგს გაუკეთა.
რაც შეეხება ვინისიუსს, მას 6-ით მეტ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ფატიზე 500 წუთითი მეტი აქვს ნათამაშები. ამ პერიოდში მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 ასისტია.
ანსუ ფატისაც და ვინისიუსსაც მომავალში დიდ ფეხბურთელებად გახდომისთვის ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, თუმცა, წლევანდელი სეზონის მიხედვით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კატალონიელი უკეთესად გამოიყურება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]