იაია ტურე:"ორ წელში ჩვენ შეიძლება "ბარსაზე" უკეთესები ვიყოთ"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა კოტ დიუარელმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ განაცხადა, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში შეიძლება მისი ამჟამინდელი კლუბი "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონაზე" ძლიერი იყოს. აფრიკელ ფეხბურთელს სჯერა, რომ ისეთი ფეხბურთელების მეშვეობით, როგორებიც დავიდ სილვა, ედინ ჟეკო და მარიო ბალოტელი არიან, "სიტი" წარმატებას მიაღწევს:
" "ბარსელონას" წარმატების მიზეზი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. მესი, ჩავი, ინიესტა და ალვეში მართლაც, რომ ფანტასტიურები არიან. ვფიქრობ, რომ "სიტის" შეუძლია "ბარსელონაზე" უკეთესი გახდეს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, რადგანაც ეს აუცილებელია ამ კლუბისთვის," დაასრულა იაია ტურემ.
შეგახსენებთ, რომ კოტ დიუარელი ნახევარმცველი მანჩესტერულ კლუბში "ბარსადან" 2010 წლის ზაფხულში გადავიდა. მან უკვე მოახერხა გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]