ხუან სებასტიან ვერონი მესის: “ესტუდიანტესში” მოსვლას თუ გადაწყვეტ, “ათიანი” შენია
არგენტინული "ესტუდიანტესის" ხელმძღვანელობის წევრი, ხუან სებიასტიან ვერონი, ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა.
"თუ აქ მოსვლა გსურს, "ესტუდიანტესის" 10 ნომრიანი მაისური შენია." - მიმართავს ვერონი მესის.
"მესის თამაში "ბარსელონას" ფარგლებს გარეთ ვერც წარმომიდგენია, თუმცა დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, სავსებით რეალურია მისი სხვა კლუბში ხილვა.
რეალობა ასეთია, სწორედ ლეოა პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებაზე და სურვილზე. არავინ იცის რა მოხდება.
ეს "ბარსელონასთვის" არცთუ ისე ადვილი პერიოდია. კატალონიელები ბევრი ცვლილებების გადამტანი გახდნენ. ახალი ჩავისა და ინიესტას პოვნა საკმაოდ რთულია. კლუბს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია." - ვერონის სიტყვებს Goal ციტირებს.
მესი და ვერონი არგენტინის ნაკრებში 2005-2010 წლებში ასპარეზობდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]