მესი:"ღმერთს ვთხოვ, ფაბრეგასი "ბარსაში" გადმოვიდეს"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარკვლავმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს ლონდონის "არსენალის" კაპიტანის, ცესკ ფაბრეგასის "ბარსელონაში" გადმოსვლა, იტყობინება Sport.es. ლეოს სურვილია, რომ ცესკმა მომავალი სეზონი "ბარსას" მაისურით დაიწყოს: "
"არსენალთან" მატჩში ფაბრეგასის როლი უდიდესი იყო. როდესაც ლონდონელი ფეხბურთელები ბურთს იღებდნენ, მაშინვე იწყებდნენ ფაბრეგასის ძებნას, რათა მისთვის მიეცათ ბურთი. ღმერთს ვთხოვ, რომ მომავალი სეზონიდან ცესკმა "ბარსელონას" მაისური მოირგოს. კი მართალია, რომ ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება, მაგრამ თვითონ ცესკს ძალიან სურს "ბარსაში" გადმოსვლა, რადგან მან იცის, რომ ჯერ მას არ უპოვია საუკეთესო კლუბი," დაასრულა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის "არსენალმა" "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში 2–1 დაამარცხა. განმეორებითი თამაში 8 მარტს გაიმართება, სადაც კატალონიელებს მხოლოდ გამარჯვება აწყობთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]