AS: რიკი პუჩი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
რიკი პუჩი ანსუ ფატისთან ერთად “ბარსელონას“ მომავალს წარმოადგენს.
ეს ორი ესპანელი უკანასკნელი წლებში “ლა მასიის“ საუკეთესო პროდუქტებად ითვლებიან.
როგორც AS იტყობინება, “ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ რიკისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის მიხედვითაც პუჩი “ბლაუგრანას“ ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.
კიკე სეტიენის მოსვლის დღიდან კლუბმა სპეციალისტს მიზნად “ლა მასიელების“ აქტიურად გამოყენება დაუსახა.
გუნდის მთავარი მწვრთნელიც ამ მხრივ აშკარად გამოირჩევა. ბოლო დროს, თითქმის ყოველ მატჩში, პუჩსა და ფატის საკმაოდ ხანგრძლივი სათამაშო დრო ეძლევათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]