ვილია:" მინდა, რომ ჩემი სახელი გოლთან ასოცირდებოდეს"
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ფორვარდი დავიდ ვილია, თავისი საქმის მთავარ მიზანს მეტოქეთა კარში გოლის გატანას მიიჩნევს, იტყობინება Sport.es. "ფურია როხას" ბომბარდირს სურს, რომ მოწინააღმდეგეები ყოველთვის დაამწუხროს:
" ბურთი– ჩემი ცხოვრების სტილია, ხოლო გოლი–ჩემი საქმე. მე მინდა, რომ ყოველთვის ვიტანო გოლები, რადგან ჩემი სახელი გოლთან ასოცირდებოდეს," განაცხადა ვილიამ.
ესპანელი ფორვარდი თავისი კარიერის ყველაზე ამაღალვებელ მომენტად თვლის, იმ პირველ განცდას, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მსაჯის საბოლოო სასტვენს დროს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ვილია "ბარსაში" 2010 წლის ზაფხულში გადმოვიდა. მან 2010/11 წლების სეზონში ლა ლიგაში "ბარსას" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა შეძლო, ხოლო მას ესპანეთის ნაკრების მეტოქეების კარი 44–ჯერ აქვს დალაშქრული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]