ვილია: "მსურს გვარდიოლა დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს გუნდში"

ვილია: "მსურს გვარდიოლა დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს გუნდში"

დავიდ ვილიამ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახადა, რომ მას სურს პეპ გვარდიოლა გუნდში დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს. 

"გვარდიოლამ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგძლივა. ეს მინიმუმია, მინდა , რომ იგი მაქსიმალურად დარჩეს "ბარსელონაში". ამ გუნდს ძალიან კარგად შევეწყე, ამიტომაც მსურს, რომ გვარდიოლასთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიოთ".

"ხოლო რაც შეეხება "მალიორკასთან" თამაშს, ვფიქრობ რთული მატჩი იქნება, თანაც ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდება. მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნისათვის მაინც ვიბრძოლებთ".

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ "ბარსელონაში" დავიდ ვილია ერთ–ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა. გვარდიოლას პირადი სიმპატიები ყოველთვის გააჩნდა ამ ფეხბურთელის მიმართ, იბრაჰიმოვიჩის ყიდვამდე სწორედ დავიდის ყიდვა სურდა პეპს, მაგრამ ვერ მოახერხა. მეორე წელიწადში თავისი  საწადელი პეპმა მაინც აისრულა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.