დრის მერტენსი ტრავმირებულია

დრის მერტენსი ტრავმირებულია

"ნაპოლი"-"უდინეზეს" შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს, დრის მერტნესი 31-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ბელგიელმა კუნთის დაზიანება მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს დაჰყოფს ლაზარეთში.

"ბარსელონასთან" შეხვედრამდე 20 დღეა დარჩენილი, გუნდები ერთმანეთს 8 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან.

მერტენსმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ურთულესი შეხვედრა იქნება, რადგან ისინი საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ თამაშობენ" - თქვა ბელგიელმა UEFA-სთან ინტერვიუში.

"ვიცით, რომ მარტივი არ იქნება, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ. მათი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ აუცილებლად გოლი გვაქვს გასატანი. როდესაც ამისთვის ამდენი ხნის განმავლობაში ემზადები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ჯენარო გატუზო იმედოვნებს, რომ ბელგიელი თავდამსხმელი, "კამპ ნოუზე" თამაშს შეძლებს, რადგან ის, ნეაპოლელთა შემადგენლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ივლისი 2020 11:34
    0
    ძალიან კარგი იმედია გამოტოვებს თამაშს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 20 ივლისი 2020 09:57
    0
    სამწუხაროდ ჩვენთვის გოლის გატანა ასე ძნელი არაა. მოკლედ იდეალურ თამაშს ველი თორე სხვა არაფერი გვიშველის. მესი უნდა ოყოს ხასიათზე