ჯენარო გატუზო "ბარსელონასთან" მატჩს ოპტიმისტური განწყობით უყურებს

ჯენარო გატუზო "ბარსელონასთან" მატჩს ოპტიმისტური განწყობით უყურებს

"უდინეზესთან" მოპოვებული რთული გამარჯვების შემდეგ, (2-1) "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რომელიც 8 აგვისტოს "კამპ ნოუზე" გაიმართება. 

"სეზონის განახლების შემდეგ ყველაფერი რიგზე გვაქვს. ვიმედოვნებთ, "ბარსელონასთან" მატჩამდე წარმატებით მივალთ. გუნდმა ბევრი რამ ისწავლა, ჩვენ ყოველ სამ დღეში გვიწევდა თამაში და პრაქტიკულად მოსამზადებელი დროც არ გვრჩებოდა, მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდით ყველა შემთხვევაში ვამაყობ. ბოლო მატჩებში ბევრ მომენტებს ვქმნით გოლით კი ცოტას ვასრულებთ, იმედია ჩემპიონთა ლიგაზე ამ კუთხითაც უკეთესობა გვექნება. 

მერტენსი? მან დრიბლინგის დროს დისკომფორტი იგრძნო და გადავწყვიტეთ შეგვეცვალა, იმედი მაქვს, მას სერიოზული არაფერი სჭირს." - გატუზოს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    art
    სტუმარი [?]
    #2 20 ივლისი 2020 19:37
    4
    ციტატა: M10 S9 D11
    მოდით მოდით მაგ ბლატაობის გამო გადაიკუზებით ზუსტად


    სად იბლატავა მეგობარო მომინიშნე თუ არ შეწუხდები. ჯიგარი კაცია, ათასი მატრაკვეცობა შეეძლო ეთქვა და ათასი ხიხო მწვრთნელია მაგის მთქმელი, ეგენი დავიწუნოთ ხო. ჟურნალისტებიც გაითვალისწინე ალბათ "იიი ბარსელონა რო მიფარჩაკდა რას ფიქრობ" და ეგეთ კითხვებს ეკითხებიან რომ სათაურები დაწერონ მერე. გამოვიდა და ჩემი გუნდით ვამაყობ და იმედია ბარსელონამდე შევინარჩუნებთ ფორმასო. კიდე მერტენსიო რაღაც ვერ არი კარგადო და იმედია მოიხოდებაო. მწვრთნელმა ეს თუ აღარ თვქა და ესეც თუ დავუწუნეთ ფეხბურთის გულშემატკივრები აღარ გვქვია ბიძია, ეჭვიანი ცოლები ვყოფილვართ. ნეტა ვისაც ვეთამაშებით ყველა ასე ლაკონურად და პატივისცემით საუბრობდეს.

    ბარსა კიდე მგონია უკეთესი მენტალობით გამოვა მოედანზე ნაპოლისთან, ცოტა შეიძლება გაუჭირდეთ მარა ვნახოთ, იციან ხოლმე ისე მოქოქვა ბიჭებმა რომ გეგონება მთელი სეზონი არხეინად თამაშობდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ივლისი 2020 17:50
    0
    მოდით მოდით მაგ ბლატაობის გამო გადაიკუზებით ზუსტად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued