როსელი: ორი ცუდი თამაში, “ბარსას” ჩემპიონთა ლიგის ორ ტიტულად დაუჯდა
L'Esporteu-სთან ინტერვიუში, "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი ორი გათამაშება გაიხსენა, სადაც "ბლაუგრანა" დრამატულად დამარცხდა.
"ჩემპიონთა ლიგაზე თუ ერთ ცუდ შეხვედრას ჩაატარებ, ტურნირს ეთიშები. სწორედ ეს მოხდა "ლივერპულთან" და "რომასთან" მატჩებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ორივე სეზონს ტრიუმფით დავასრულებდით." - განაცხადა როსელმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" უკანასკნელად ლიგის ტიტული 2015 წელს მოიგო, მიმდინარე სეზონში კი "ნაპოლის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კატალონიელები "ბაიერნი" - "ჩელსის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]