"ბარსელონას" ნახევარმცველების შედარება - ვინ იყო საუკეთესო?
ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონი დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, "ბარსელონას" ფეხბურთელები შევაფასოთ.
Tribuna, WhoScored-ზე დაყრდნობით, ესპანეთის ჩემპიონატის გასული გათამაშების მიხედვით, "ბლაუგრანას" ნახევარმცველების საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობს.
სერხიო ბუსკეტსი
2 გოლი, 2 ასისტი, 89.9% პასის სიზუსტე, 0.7 key პასი, 0.7 დრიბლინგი, 3.3 გრძელი პასი, 2.4 ართმევა, 1.3 ვარდნა 33 თამაშში.
ფრენკი დე იონგი
2 გოლი, 2 ასისტი, 91.8% პასის სიზუსტე, 0.9 key პასი, 1.6 დრიბლინგი, 2.1 გრძელი პასი, 0.9 ართმევა, 0.7 ვარდნა 29 თამაშში.
არტურო ვიდალი
8 გოლი, 2 ასისტი, 88.4% პასის სიზუსტე, 0.7 key პასი, 0.2 დრიბლინგი, 1.3 გრძელი პასი, 1.9 ართმევა, 0.3 ვარდნა 33 თამაშში.
ივან რაკიტიჩი
1 გოლი, 3 ასისტი, 90% პასის სიზუსტე, 0.6 key პასი, 0.3 დრიბლინგი, 1.7 გრძელი პასი, 0.9 ართმევა, 0.5 ვარდნა 31 თამაშში.
არტური
3 გოლი, 3 ასისტი, 89.8% პასის სიზუსტე, 0.6 key პასი, 1.5 დრიბლინგი, 3.8 გრძელი პასი, 0.7 ართმევა, 0.2 ვარდნა 21 თამაშში.
რიკი პუჩი
0 გოლი, 2 ასისტი, 90.5% პასის სიზუსტე, 0.9 key პასი, 1.1 დრიბლინგი, 1.5 გრძელი პასი, 1 ართმევა, 0.5 ვარდნა 11 თამაშში.
შენიშვნა: აქ მოცემული არაა სერჟი რობერტოსა და კარლეს ალენიას სტატისტიკა, რადგან რობერტო ძირითადად დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, ალენიამ კი "ბეტისში" გადასვლამდე მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო.
დასკვნა
- ბუსკეტსი ნახევარდაცვის უცვლელი წევრია, რომელსაც ზურგს კარგი სტატისტიკა უმაგრებს.
- დე იონგი მის ახალ როლს ჯერ კიდევ ითავსებს. ფრენკის შეტევაში გაუმჯობესება მართებს, თუმცა "ბლაუგრანაში" მისი პირველი სეზონი, ასე თუ ისე, წარმატებული გამოდგა.
- ვიდალი, შეტევის მხრივ, ყველაზე საშიში ნახევარმცველია, რომელსაც დაცვაშიც კარგი სტატისტიკა აქვს.
- რაკიტიჩი მოწოდების სიმაღლეზე არ იდგა ისე, როგორც თავი შეგვაჩვია, თუმცა ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ივანს გასულ სეზონში შედარებით ნაკლების სათამაშო დრო ჰქონდა.
- გასაკვირია, რომ არცერთ ნახევარმცველს 3-ზე მეტი საგოლე გადაცემა არ აქვს, რაც არტურს ერთ-ერთ საუკეთესო ასისტენტად აქცევს.
- პუჩი ყველაზე კრეატიული შუახაზელია, თუმცა ის ოფიციალურად "ბარსელონა ბ-ს" ფეხბურთელია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]