ვენგერი: "არ დაგავიწყდეთ, რომ ტორალი ინგლისელია"
16 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის არ უფორმებენ, იგი მინიმუმ 17 წლის მაინც უნდა იყოს, რომ დაუდონ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი. ვენგერს მისი წაყვანა არ სურდა ისე, რომ რაიმე თანხა მის სანაცვლოდ არ გამოეყო, ამიტომაც ფრანგმა სპეციალისტმა 350 ათასი ევრო გადაუხადა "ბარსელონელთა" მხარეს რათა, ყველაფერი ლეგალურად ყოფილიყო, მაგრამ კატალონიური მხარე არ არის თანახმა ამაზე და ისინი მაინც ამტკიცებენ და ადანაშაულებენ ვენგერს არაკანონიერ საქციელში. პრესაც სწორედ ამას ელოდა, დიდი აჟიოტაჟია ამ ფეხბურთელის გარშემო. გუშინ ვენგერმა ამ ფეხბურთელზე ისაუბრა.
"ხომ არ გავიწყდებათ, რომ ტორალი ინგლისელია ? მას დედაც ინგლისელი ჰყავს და თვითონაც ინგლისურ პასპორტს ატარებს. დიდი იმედი მაქვს იგი ზაფხულიდან ჩვენს მაისურს მოირგებს. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო "ბარსელონას" მიმართ, არც კატალონიის. მიყვარს ეს ქალაქი და გუნდი. მაგრამ როდესაც ფეხბურთელი, რომელიც ნახევრად ინგლისელი და ნახევრად ესპანელია და მას სურს ჩვენს გუნდში თამაში, რატომ უნდა ვუთხრათ უარი ? ყველაფერი ხომ კანონიერადაა ? "
"ჩვენგან ასეთივე გზით ფეხბურთელები მიდიოდნენ, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟი არასდროს ატეხილა. თუკი რაიმე არაკანონიერი გზით იქნებოდა მე ვიტყოდი. "მაპატიეთ, რომ არაკანონიერად მოვიქეცი", მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარადაა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]