"ბარსელონა" და ტერ შტეგენი შეთანხმებას მიუახლოვდნენ
ახალი ხელშეკრულების თაობაზე, "ბარსელონას" გერმანელ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, წერს Mundo Deportivo.
28 წლის ტერ შტეგენს მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, მისი გახანგრძლივება კი, მინიმუმ, 2025 წლამდე იგეგმება.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის დავის საგანს ანაზღაურების ოდენობა წარმოადგენს, ტერ შტეგენს გუნდში საკუთარი როლის შესაბამისი ხელფასი სურს. კატალონიური გამოცემის მტკიცებით, მხარეები ამ საკითხზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
"ბარსა" თანახმაა, გერმანელს მის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ტერ შტეგენის ხელფასი ზრდადი იქნება. პირველ სეზონებში იმაზე ნაკლები ვიდრე, იგი ითხოვს, ბოლოს კი - მეტი. საბოლოო ჯამში, ტერ შტეგენი სასურველ ხელფასს მიიღებს, თუმცა განსხავებული სისტემით. მარკისთვის ეს წინადადება მისაღებია.
ამ გზით, "ბარსელონა" პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის, შედარებით, უმტკივნეულოდ გადატანას ცდილობს.
Barcamania-ს მომხმარებლებმა ტერ შტეგენი 2020/21 წლები სეზონში, ლიონელ მესის შემდეგ, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]