“ინტერი” 2021 წელს მესის შეძენას შეეცდება
მილანის "ინტერი" კვლავ იჩენს ინტერესს "ბარსელონას" 33 წლის კაპიტნის, ლიონელ მესის მიმართ, იტყობინება Sport Mediaset.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები მესის გადაბირებას მომდევნო წელს შეეცდებიან.
იტალიურ კლუბი მზადაა, ანაზღაურების მხრივ არგენტინელს სასურველი პირობები შეთავაზოს, თითქმის იგივე, რასაც ლეო "ბარსელონაში" ღებულობს.
მესის მოქმედი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან სწორედ 2021 წლამდეა ძალაში, გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]