გუნდი უკვე "მალიორკაშია"
დღეს დილით "ბარსელონა" გაემგზავრა "მალიროკაში" რათა გამართოს 25–ე ტურის მატჩი.
ფეხბურთელები "ბარსელონადან" ადგილობრივი დროით 9:45 წუთზე გაემგზავრნენ, ხოლო დანიშნულების ადგილას 10:30 წუთზე იყვნენ.
დელეგაცია საკმაოდ ვრცელი იყო, 18 ფეხბურთელი, ასევე ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, მათ შორის ანდონი სუბისარეტაც, სამწვრთნელო შტაბი, მედიკოსთა კოლექტივი და ასე შემდეგ.
"ბარსელონას" ადგილზე ჩასვლისას დაახლოებით 300 გულშემატკივარი დახვდა. ფეხბურთელებმა ავტოგრაფებიც დაარიგეს.
ფეხბურთელები ჩასვლისთანავე დაბინავდნენ სასტუმროში, ისინი დღეს თბილისის დროით 23 საათზე "პალმა დე მალიორკაზე" მატჩს გამართავენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]