პინტო და "მალიორკა"

პინტო და "მალიორკა"

პინტოს "მალიორკასთან" დაკავშირებით ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს. მისი დებიუტი, როგორც პირველი მეკარე გუნდისა, სწორედ "მალიორკას" წინააღმდეგ შედგა, როდესაც ხოსე მანუელი "სელტა ვიგოს" რიგებში გამოდიოდა. 
ხოსე მანუელის დებიუტი სწორედ 1999 წელს შედგა "მალიორკას" წინააღმდეგ. "სელტა" მისი მშობლიური კლუბია, რადგანაც სწორედ ამ კლუბში დაჰყო პინტომ თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი, იგი 98 წლიდან 2008 წლამდე ამ გუნდის ღირსებას იცავდა.
ხოსე მანუელ არამხოლოდ ეს მოგონება აკავშირებს "მალიორკასთან". მან" "ბარსელონელთა" გულიც მოინადირა. 2008/09  სეზონში, "ბარსელონა" "სამეფო თასის" გათამაშების 1/2 ფინალურ  სტადიაზე  სწორედ "მალიორკას" დაუპირისპირდა. პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა 2:0 იმარჯვეს, ხოლო მეორე შეხვედრა სულ სხვა სცენარით წარიმართა. "მალიორკელები" უტევდნენ და საწადელს 45– ე წუთზე მაინც მიაღწიეს, გოლი კასტრომ გაიტანა. 
მატჩის მეორე ტაიმში "მალიორკელები" კვლავ უტევდნენ პინტოს კარს, 52–ე წუთზე მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, ხოსე მანუელ პინტომ ამ პენალტის მოგერიება მოახერხა, რომ არა ის, შესაძლოა "ბარსელონას" ის ტიტული საერთოდაც არ მოეპოვებინა, რადგანაც არავინ იცოდა 2:0 – ს შემდეგ, როგორ გააგრძელებდა თამაშს "მალიორკა" და რას გააწყობდა "ბარსელონა". საბოლოოდ მატჩის 82– ე წუთზე ანგარიში ლეო მესიმ გაათანაბრა და მატჩში წერტილიც დასვა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=3bhmCJuecAg]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.