"ბარსა" არაუხოს ტრავმას ოფიციალურად ადასტურებს
ცოტა ხნის წინ კატალონიის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდი მე-3 დივიზიონში გადასასვლელად, პლეი ოფის ფინალში "საბადელს" დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, "ბარსა ბ-მ" მატჩი ანგარიშით, 1-2 დათმო და დაწინაურების შანსი დაკარგა.
შეხვედრაში დაზიანება მიიღო რონალდ არაუხომ, რომელიც მომავალი სეზონიდან, ძირითად გუნდში მოიაზრება. ახალგაზრდა მცველი კიკე სეტიენის შეგირდებს 8 აგვისტოს, "ნაპოლის" წინააღმდეგ უნდა მიხმარებოდა, თუმცა უკვე ოფიციალური ცნობით, კოჭის არეში დაზიანება აქვს და უცნობია, როდის შეძლებს დაბრუნებას:
"ჩვენმა მოთამაშემ, რონალდ არაუხომ მარჯვენა კოჭის არეში დაჭიმულობა იგრძნო. იმის გასაგებად, თუ რა პერიოდი გაუცდება მცველს, დამატებითი ტესტირების გავლა იქნება საჭირო", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]