ცნობილია ინგლისური გუნდი, რომელიც ტრინკაუს "ბარსელონადან" შეძენას ცდილობს
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იმ ინგლისურ გუნდს ასახელებს, რომელიც ფრანსიშკუ ტრინკაუს "ბარსელონადან" ყიდვას ცდილობდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთი კლუბი მზად იყო 20 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "ბარსელონასგან" უარი მიიღო.
რომანოს გავრცელებულ ინფორმაციაში მცირე კორექტივები შეაქვს - მისი ცნობით, საუბარია "ლესტერზე", რომელსაც ტრინკაუს იჯარით აყვანა და მისი 50 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულების აღება სურდა. მისივე ცნობით, შეთანხმება მიღწეული არაა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ასევე ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ტრინკაუს შეძენით "ლესტერის" გარდა სხვა ბევრი გუნდია დაინტერესებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]