წარმატებული კვირა
ფეხბურთი: "მალიორკა" 0–3 "ბარსელონა". კატალონიელმა ფეხბურთელებმა მორიგი 3 ქულა მოიპოვეს, მათ უკვე 7 ქულით გაასწრეს მადრიდის "რეალს". ეს იყო "ლა ლიგის" 25– ე ტური.
კალათბურთი: "რეგალ ბარსელონა" 89–66 "კახა ლაბორალ". ჩავი პასკუალის შეგირდებმა "ასბ" – ის მორიგ მატჩში იმარჯვეს საკმაოდ დამაჯერებლად.
ჰოკეი: "ბარსელონას" ჰოკეისტებმა სამი მატჩი მოიგეს ზედიზედ 6:1, 4:1, 4:2 და ტიტულიც მოიპოვეს, ეს მათი მე–18 ტიტულია.
ხელბურთი: "ბარსელონას" ხელბურთელებმა 38–23 სძლიეს "ჩამბერის" "კოპა დელ რეის" ფინალში და ტიტულსაც დაეუფლნენ.
ფეხბურთი (მეორე გუნდი): "ნუმანსია" 4–6 "ბარსელონა ბ". "ბარსელონას" ფეხბურთელთა მეორე გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა "ნუმანსიასთან" 6:4, მატჩში ჰეტ–ტრიკი სორიანომ შეასრულა.
"Facebook": "ბარსელონას" 10 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]