რონალდინიოს ჯარიმა და ტიტული "ფლამენგოს"

რონალდინიოს ჯარიმა და ტიტული "ფლამენგოს"

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რონალდო დე ასის მორეირამ, იგივე რონალდინიომ სულ რამდენიმე დღის წინ თავის ახალ გუნდს "ფლამენგოს" ტიტული მოუტანა. "გაუჩომ" მატჩში გადამწყვეტი ბურთი გაიტანა. 

საჯარიმოსთან ახლოს "ბოავიშტას" ფეხბურთელები დაჯარიმდნენ, "ფლამენგოს" ფეხბურთელმა ამ მომენტში მიკრო ტრავმაც კი მიიღო, ჯარიმის ნიშნულთან რონალდინიო მივიდა და მეკარის მიერ დაყენებულ ცოცხალ კედელს ბურთი აატარა და  კიპერი უშანსოდ დატოვა. 

საბოლოოდ "ფლამენგომ" 1:0 დაამარცხა "ბოავიშტა" და მე–19 ტიტული მოიპოვა ისტორიის მანძილზე რონალდინიოს გოლის წყალობით.

ეს კი რონალდინიოს ბრწყინვალე ჯარიმა: 

[media=http://www.youtube.com/watch?v=U5gWST9pJL0]

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.