მერტენსი: ლანგლეს გოლის შემდეგ, “ნაპოლის” დაავიწყდა თუ როგორ ეთამაშა

მერტენსი: ლანგლეს გოლის შემდეგ, “ნაპოლის” დაავიწყდა თუ როგორ ეთამაშა

"ნაპოლის" ბელგიელმა ფორვარდმა, დრის მერტენსმა, "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ (1-3) კომენტარი გააკეთა. 

"საწყის 10 წუთში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, შემდეგ კი კატალონიელებს თამაში ვაჩუქეთ. ლანგლეს გოლის შემდეგ დაგვავიწყდა თუ როგორ გვეთამაშა. "ბარსელონას" პროფესიონალიზმი უმაღლესი დონისაა, ისინი მომენტებს არაფრისგან ქმნიდნენ. 

შესვენების შემდეგ, შესანიშნავი ფიზიკური ფორმა წარმოვაჩინეთ და საფრთხეები შევქმენით, თუმცა კვლავ რეალიზაციამ გვიღალატა. ჩვენ გაკვეთილი მივიღეთ, შემდეგი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები." - მერტენსის სიტყვებს Football Italia ციტირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    JUZI
    სტუმარი [?]
    #3 9 აგვისტო 2020 14:29
    5
    გაიმარჯვა კლასმა და გამოცდილებამ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აგვისტო 2020 13:39
    1
    "ბარსელონას" პროფესიონალიზმი უმაღლესი დონისაა, ისინი მომენტებს არაფრისგან ქმნიდნენ".

    აი ესღა დაგვრჩა: "პროფესიონალიზმი ანუ ტექნიკა"
    დანარჩენი: ფიზიკა, მონდომება, ჟინი, თავგანწირვა, ბრძოლა ბოლომდე და არა პირველ ტაიმში მარტო. სადღაც წავიდა, შეიძლება სიბერის ბრალიც არის(გუნდი დაბერდა) არ ყოფილა ისტორიაში ჯერ ისე რომ ერთ გუნდს 15 წელი უმაღლეს დონეზე ეთამაშოს.და არა აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი მწყემსია თუ გენიოსი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 აგვისტო 2020 12:58
    12
    ლენგლემ დონე დადო გუშინ კედელივით იდგა დაცვაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued