გერმანელების პროვოკაცია და დამატებითი მოტივაცია
მეოთხედფინალების ცენტრალურ შეხვედრამდე სულ მცირე დროა დარჩენილი, ბრძოლა კი უკვე დაიწყო. "ბაიერნის" ლეგენდები, ლოთარ მათეუსი და კარლ-ჰაინც რუმინიგე, პროვოკაციული კომენტარებით გამოირჩნენ.
გერმანელებს სჩვევიათ თამაშის წინ მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დანამდვილებით იციან, რომ მათი გუნდი საუკეთესო ფორმაში იმყოფება.
"ბარსას" წარმომადგენლობა ჯერჯერობით მშვიდად ხვდება არსებულ სიტუაციას, ფეხბურთელებმა იციან, რომ მთავარი ტიტულის მოსაგებად სულ რაღაც სამი თამაშის მოგებაა საჭირო.
გუნდს მოტივაცია ისედაც არ აკლია, გერმანელებს მადლობა ეკუთვნით იმისათვის, რომ "ბარსას" დამატებითი მოტივაციის წყარო გაუჩნდა, გარდა იმისა, რომ ბევრმა გამოცემამ "ბარსა" უკვე ჩამოწერა და "ბაიერნს" უდავო ფავორიტად მიიჩნევენ, "რეკორდმაისტერის" ლეგენდებმა ლევანდოვსკი მესიზე მაღლა დააყენეს.
მესის გერმანელებთან თავის ანგარიში აქვს, მართალია საკლუბო დონეზე არც მათ დააკლო გოლები, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის კლუბებს, მაგრამ სანაკრებო მარცხის დავიწყება ძალიან რთულია.
მესის პირველი მუნდიალი კრახით დასრულდა, 2006 წელს, არგენტინის ნაკრები სწორედ გერმანიამ გამოთიშა, თერთმეტმეტრიანების სერიაში, თანაც მესის დაბადების დღეზე, ლეოს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
2010 წელს, მუნდიალზე საუკეთესო ფორმაში მყოფი ლიონელ მესი წარსდგა, მაგრამ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, რატომღაც თავში მოუვიდათ, რომ მწვრთნელად მაინც და მაინც დიეგო მარადონა დაენიშნათ. არგენტინა გერმანიასთან 0:4 დამარცხდა.
ბოლოს კი ზედიზედ მესამე მარცხი, ამჯერად ფინალში, ეს მესის კარიერაში ყველაზე დიდი მარცხია, რომლის დავიწყებაც უბრალოდ შეუძლებელია. იმ ნაკრების წევრები, "ბაიერნში" დღემდე თამაშობენ.
ლეო გერმანელებთან ყოველთვის ძალიან მოტივირებული იქნება.
პრესკონფერენციაზე კიკე სეტიენი არტურო ვიდალს იახლებს, რომელიც ასევე გამოირჩევა ხმაურიანი განცხადებებით, ვნახოთ უპასუხებს თუ არა ჩილელი "ბაიერნის" პროვოკაციას.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება, "ატალანტასა" და პსჟ-ს შორის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]