ოფიციალურად: "ბაიერნს" "ბარსელონასთან" მატჩისათვის საკადრო პრობლემა გამოუჩნდა
"ბარსელონას" მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისათვის მიუნხენის "ბაიერნიც" ემზადება, თუმცა, როგორც ჩანს, გერმანელებს საკადრო პრობლემა აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა მარცხენა ფლანგელს, ალფონსო დევისს კუნთზე მცირე დაზიანება აქვს, რის გამოც დღევანდელ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი იმედოვნებს, რომ 19 წლის კანადელი "ბარსასთან" მატჩისათვის ხელმისაწვდომი იქნება, რადგან ბოლო პერიოდში იგი კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა.
შეგახსენებთ, ხსენებული შეხვედრა პარასკევს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.
ℹ️ @AlphonsoDavies (adductor problems) did not take part in today's session as a precautionary measure. pic.twitter.com/sCeMj0Bkxn
— FC Bayern Munich (@FCBayernEN) August 12, 2020
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]