მასკერანო: მესისთან ერთად "ბარსას" ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, კატალონიური კლუბისა და მიუნხენის "ბაიერნის" დღევანდელი დაპირისპირების შესახებ Ara-სთან ინტერვიუში საუბრობს.
"ბაიერნს" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებით, თუმცა ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მჯერა, რომ "ბარსელონას" სათანადო თამაშის ჩვენება შეუძლია.
თამაში "ბარსელონამ" უნდა აკონტროლოს, რადგან მათთვის საკუთარ საჯარიმოსთან დაცვა ყოველთვის რთულია. თუ მოედანზე კონტროლის დამყარებას შეძლებენ, მატჩის ბედს კონკრეტული მომენტები გადაწყვეტენ.
"ბარსელონას" ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია, ამის მთავარი მიზეზი კი მესია. მან იცის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ორი მატჩი აშორებს. "ნაპოლისთან" შეხვედრაში მასში გამარჯვების წყურვილი დავინახე, რაც მისგან მის თანაგუნდელებზეც გავრცელდა".
არგენტინელმა, აგრეთვე, ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერიც შეაფასა.
"არ ვიცი, არის თუ არა იგი ლუის სუარესის იდეალური შემცვლელი, თუმცა ვიცი ის, რომ იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მესის ნაკრებში ეწყობა. ვერ ვიტყვი, საერთოდ სჭირდება თუ არა სუარესს შემცვლელი", - თქვა მან.
მასკერანო, რომელიც დღეს "ესტუდიანტესის" რიგებში ირიცხება, "ბლაუგრანას" მაისურით 2010-2018 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ შეძლო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]