ანსუ ფატი და პედრი "ოქროს ბიჭუნას" წოდებისთვის ბრძოლას განაგრძობენ

ანსუ ფატი და პედრი "ოქროს ბიჭუნას" წოდებისთვის ბრძოლას განაგრძობენ

იტალიურმა Tuttosport-მა იმ 60 ახალგაზრდა ფეხბურთელის ვინაობა გამოაქვეყნა, რომლებიც 2020 წლის "ოქროს ბიჭუნას" (Golden Boy) წოდებისთვის იბრძოლებენ.

ტრადიციული გათამაშება 2003 წლიდან ტარდება. "ბარსელონას" მხრიდან "ოქროს ბიჭუნას" წოდება მხოლოდ ლეო მესის აქვს მოგებული. ეს 2005 წელს მოხდა. კლუბებს შორის რეკორდი - 3 "ოქროს ბიჭუნა", - "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის.

Tuttosport-მა თავიდან 100 საუკეთესო 21-წლამდელი ფეხბურთელი გამოარჩია, რომელიც ჯერ 80-მდე, ახლა კი 60-მდე შემცირდა. მათ შორის არიან 17 წლის ანსუ ფატი და ამავე ასაკის პედრი.

სასიხარულო ამბავი ისაა, რომ საუკეთესო 60 ფეხბურთელში მოხვდა ქართული წარმოშობის უკრაინელი მოთამაშე გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ყოფილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის შვილია.

ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.