"ბარსელონას" დირექტორების გადამწყვეტი შეხვედრა [განახლებადი]

"ბარსელონას" დირექტორების გადამწყვეტი შეხვედრა [განახლებადი]

დღეს, "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი სამუშაო დღეა. კატალონიური კლუბის ბორდის წევრები მართავენ შეხვედრას, რომელზეც მთავარი მწვრთნელისა და თანამდებობის სხვა პირების ცვლილების საკითხი უნდა გადაწყდეს.

წარმოგიდგენთ სიახლეებს შეხვედრიდან და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს შეხვედრის პარალელურად (საქართველოს დროით).


  • 19:10 - ჟოზეპ მარია ბართომეუმ შეხვედრა დატოვა. 

[media=https://twitter.com/Marta_Ramon/status/1295378473536675843]


  • 18:00 - შეხვედრა დასრულდა [ARA]. მიღებულ გადაწყვეტილებებს (სეტიენის გაშვება, ვადამდელი არჩევნები, ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა) ჟოზეპ მარია ბართომეუ ინტერვიუების საშუალებით გაგვაცნობს. 


  • 17:00 - შეხვედრის დაწყებიდან 4 საათის შემდეგ, ბორდის წევრები შესვენებაზე გავიდნენ. ისინი სხდომის განახლებამდე სუშის მირთმევას აპირებენ. [Cope]


  • კუმანის დანიშვნამდე მხოლოდ კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებაა დარჩენილი. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბი განცხადებას ამ კვირაში გააკეთებს. 


  • პანდემიის გამო, არჩევნების 2021 წლის მარტამდე გამართვა გამოირიცხა; მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი ინიშნება. [Fox]


  • 16:40 - ოსკარ გრაუმ ("ბარსელონას" გენერალური დირექტორი) შეხვედრა დატოვა. [Cope]


  • მედიის დიდი ნაწილი ადასტურებს, რომ "ბარსელონას" მწვრთნელის პოსტს რონალდ კუმანი დაიკავებს. 


  • 16:15 - ერიკ აბიდალის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. [Sport]


  • 15:10 - ბორდის შეხვედრა ჩვენი დროით საღამომდე გაგრძელდება. მწვრთნელის ცვლილებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი სხდომის შემდეგ, ოფიციალური განცხადებით გახდებბა. [მარტა რამონი, RAC1]


  • ოფისში მისვლის დროს, გულშემატკივრები ჟოზეპ მარია ბართომეუს უსტვენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათი სურვილი პრეზიდენტის გადადგომაა და არა უბრალოდ მწვრთნელის ცვლილება. [Cope] 


  • 13:15 - ბორდის შეხვედრა დაიწყო. სეტიენის გაშვებასთან დაკავშირებით აზრი არ იყოფა, მაგრამ დირექტორები ახალ მწვრთნელზე ვერ თანხმდებიან. მათ ნაწილს "ბარსა ბ"-ს მწვრთნელის, გარსია პიმიენტას დანიშვნა სურს, პრეზიდენტს კი - რონალდ კუმანის. პოჩეტინოს კანდიდატურა გამოირიცხა. [Cope]


  • "ბარსელონას" ხელმძღვანელების სურვილი კიკე სეტიენთან კონტრაქტის გაწყვეტა და რონალდ კუმანთან 2-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაა. Sport-ის ინფორმაციით, ეს მარტივად არ გამოვა: კუმანს 3-წლიანი კონტრაქტი უნდა. 

 

  • კუმანი და "ბარსელონა" შეთანხმებასთან ახლოს არიან. ჰოლანდიელი სპეციალისტი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა მეორე სეზონში პირობებს კლუბის ახალი პრეზიდენტი შეადგენს. [MD]


  • 13:00 - ჟოზეპ მარია ბართომეუ კლუბის ოფისში გამოცხადდა [RAC1]. 

[media=https://twitter.com/BUclipsandvids/status/1295284497655582720]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 17 აგვისტო 2020 17:48
    1
    კომანის პლიუსი მხოლოდ ისა რომ ავტორიტეტია და დაცვას მიხედავს სხვა ვერაფერი ტრენერი ვერაა
    o.dembele11
    სტუმარი [?]
    #18 17 აგვისტო 2020 17:30
    0
    Გილოცავთ მეგობრებო ძლივს ნორმალური მწვრთნელი გვეღირსა. Ოფიციალურად: რონალდ კუმანი ბარსელონას ახალი მწვრთნელია❤️💙 ბევრი ტიტულები მოგვეგოს კუმანთან ერთად

    Არჩევნები მარტშია და ეს ბართუშა მოგვშორდება
    SALIO
    სტუმარი [?]
    #17 17 აგვისტო 2020 17:15
    0
    კლუბს სჭირდება ძირეული ცვლილებები და ეს ბ-ნები თუ ქ-ნები დიდი იმედი მაქვს, რომ ხვდებიან ამას. მარტო სეტიენის გაშვება და კუმანის ან სხვა მწვრთნელის დანიშვნა არაფერს შეცვლის, დიდი დიდი ლა ლიგა მოვიგოთ (მაგას ვალვერდეც იგებდა). ამიტომ თუ სერიოზული ცვლილებები არ განხორციელდება მე არაფერ პოზიტიურის იმედი არ მაქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 17 აგვისტო 2020 17:10
    1
    კუმანი თუ მესსის ცრუ 9 ანზე დააყენებს ფორვარდი არ გვჭირდება. ფატი მესსი ტრინკაო ახალგაზრდები არიან გამოუცდელები მაგრამ მგონია რომ შეთამაშდებიან საოცარი შეტევა იქნება. ფატის და ტრინკაოს არ უჭირს კაცის მოტყუება სწრაფები არიან ორივეს ასე თუ ისე კარგი დარტყმა აქვს პლუს მესსი ეყოლებათ ვინც საოცარ პასებს დაუხატავს. ასევე ნახევარდაცვა დე იონგი პიანიჩი პუჩი. ყველაზე მთავარია დაცვა ცენტრალური და კრაინი მცველები დესტი კარგია გრიმალდო კარგია უპამეკანო საოცარია მთავარია შეთამაშდნენ და სულ არაა საჭირო 200 მილიონიანი ტრანსფერები ვნახეთ უკვე რომ შედეგი ვერ მოაქვს ბარცას უამრავი ტიტული ახალგაზრდებმა მოუტანეს და ახლაც მაგას უნდა მიაწვნენ. იმიტომ მინდოდა გვარდიოლა ან ხავი ამ ახალგაზრდებს შეათამაშებდნენ და მონსტრ გუნდს დააყრნებდნენ მაგრამ კუმანსაც არ ეშლება ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ეგ მაიმედებს ერთი
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #15 17 აგვისტო 2020 16:29
    2
    ციტატა: Feel My Style
    ეს ყველაფერი სისულელეა, სეტიენის გაშვება, კუმანის მოყვანა, ეს შეხვედრაც, სანამ ეს უფროსობა იქნება. ყველაფერს სისულელედ და უაზროდ მივიჩნევთ სანამ არჩევნები არ იქნება... არჩევნებია ერთადერთი ნათელი გზა

    100%.
    Mullers shevecit
    სტუმარი [?]
    #14 17 აგვისტო 2020 16:21
    1
    ვინმემ იცის როგორ ტარდება არჩევნები და ვინ იღებს მონაწილეობას.?? თუ გადადგა ეს სათვალეებიანი მიულერიიი??
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 17 აგვისტო 2020 15:24
    2
    ika9101 საიტის ლეგენდა [?]
    გასაჩივრება
    Cadena SER: ანტუან გრიზმანის ტრანსფერი 10 ივლისს გაოფიციალურდება
    3 ივლისი 2019 14:58

    შემდეგ სეზონში საერთოდ უტიტულოდ დავრჩებით და 2020 ში გუნდი დაიშლება .


    ამას ვამბობდი 2019 წლის ივნისში და ყველაფერი ეგრე ხდება.
    --------------------
    აზრი?
    Henry
    სტუმარი [?]
    #12 17 აგვისტო 2020 14:54
    2
    ისევ ტესტირებებს ატარებენ და რისკებზე მიდიან უკვე მართლა სიდებილეებს აკეთებენ. პოჩეტინოზე მაგარი ვინ უნდა მოიყვანო ეხლანდელი თავისუფალი მწვრთნელებიდან. საიდან სად აიყვანა ტოტენჰემი 10 - 15 მილიონიანი ფეხბურთელებით და რა გუნდებს უწევდა კონკურენციას. არ მჯერა რო
    კუმანი რამეს შეცვლის დიდად.
    Culé [?]
    #11 17 აგვისტო 2020 14:46
    2
    ბართუშა მხარს კუმანს უჭერს. ნეტა გონია რომ თუ კუმანს მოიყვანს მაინც დატოვებენ?😀
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    nes
    სტუმარი [?]
    #10 17 აგვისტო 2020 13:44
    3
    მისცენ შანსი პიმიენტას საქმე კარგად რო არ წავიდეს გაშვებითაც მარტივად გაუშვებენ. ფლიკი კოვაჩის ასისტენტი იყო და იგივე გუნდით კი ვხედავთ როგორ ათამაშებს. არტეტამ და ლამპარდმა თავიანთი გუნდები გამოაცოცხლეს სულშერმაც ასე თუ ისე. ზიდანზე აღარ ვიტყვი არაფერა და იქნება ბარსაშიც გაამართლოს "შინაურის" დანიშვნამ
    dembelle
    სტუმარი [?]
    #9 17 აგვისტო 2020 13:41
    2
    როგორ დაიმალა ეს არაკაცი თუ პქტარაზე მაინცაქვს სირცხვილის გძნობა უნდა წავიდეს
    Culé [?]
    #8 17 აგვისტო 2020 13:40
    8
    კუმანი ჯერ მარტო დე იონგის გამო არის მნიშვნელოვანი,ეს ბიჭი უნდა იყოს წლები ბარსას ნახევარდაცვაში მთავარი
    Feel My Style
    სტუმარი [?]
    #7 17 აგვისტო 2020 13:37
    6
    ეს ყველაფერი სისულელეა, სეტიენის გაშვება, კუმანის მოყვანა, ეს შეხვედრაც, სანამ ეს უფროსობა იქნება. ყველაფერს სისულელედ და უაზროდ მივიჩნევთ სანამ არჩევნები არ იქნება... არჩევნებია ერთადერთი ნათელი გზა
    Culé [?]
    #6 17 აგვისტო 2020 13:35
    1
    Yლეთა ჯოგი კაის ვერაფერს გადაწყვეტს
    Culé [?]
    #5 17 აგვისტო 2020 13:33
    5
    ბართრომეუ უნდა წავიდეს მთავარი ეგაა
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #4 17 აგვისტო 2020 13:33
    1
    კუმანი ჯობს. ავტორიტეტია .. იცის დე იონგი როგორ უნდა აათამაშოს .. ეხლა რასაც უშვება კლუბი ფრენკის სირცხვილია
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #3 17 აგვისტო 2020 13:30
    0
    ციტატა: Magician
    გარსია პიმიენტა ვინ არის? რა საფეხბურთო ფილოსოფიით გამორჩევა?

    Barsa b-s mwvrtnelia
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აგვისტო 2020 13:24
    0
    გარსია პიმიენტა ვინ არის? რა საფეხბურთო ფილოსოფიით გამორჩევა?
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    JiMi
    სტუმარი [?]
    #1 17 აგვისტო 2020 13:12
    4
    მაინც არ მჯერა ბოლომდე რაცარუნდა მოხდეს ბართომეუს მიღებული გადაწყვეტილებების,იცის თითონაც რო დედა აქ ნატირები და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს,რომელიც კიდე დააზიანებს კლუბს,კუდის მოქნევის ეფექტი... იმედია ვცდები