რონალდ კუმანის ახალი სამიზნე
ჰოლანდიური AD-ის ინფორმაციით, რონალდ კუმანს "ბარსელონაში" ჯორჯინიო ვეინალდუმის მოყვანა სურს. ჰოლანდიელი ფეხბურთელი, კუმანის ხელმძღვანელობით, ნაკრებში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებდა და კატალონიური გუნდის ახალი დამრიგებელი მიიჩნევს, რომ ის "ბარსაშიც" გამოადგება.
კუმანმა ვეინალდუმს ურჩია, "ლივერპულთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს და "ბარსელონას" შეთავაზებას დაელოდოს.
ჯორჯინიოს, რომელიც ნოემბერში 30 წლის გახდება, "ლივერპულთან" ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს, გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კი ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]