MD: კუმანი ორი საყრდენით ითამაშებს

MD: კუმანი ორი საყრდენით ითამაშებს

იქამდე, სანამ "ბარსელონა", რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას ჩაატარებს, მხოლოდ ვარაუდების იმედად ვრჩებით. აქამდე ტაქტიკაზე მხოლოდ ერთი რამ თქვა - "თუ რადიკალური ცვლილება გახდა საჭირო, პულსიც არ ამიჩქარდება". ცვლილებები აქამდეც გვინახავს, ყველაზე მეტად ვალვერდეს ხელში, აი სეტიენი რას აკეთებდა, რთული გასაგები იყო და ჩვენ კი არა, ფეხბურთელებმაც ვერაფერი გაიგეს.

MD გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კუმანი ორი საყრდენით ითამაშებს და 4-2-3-1 სქემას აირჩევს. ამ ტაქტიკაში ყველაზე მეტად "ბარსას" შემტევი ნახევარმცველები იზღუდებიან, მაგალითად რიკი პუჩი, რომელსაც სათამაშო დრო აუცილებლად სჭირდება, მისთვის მხოლოდ ერთი პოზიციაა ვაკანტური, საყრდენების წინ და ფორვარდის უკან, ე.წ. ათიანზე, სადაც სეტიენმა რამდენჯერმე ათამაშა. 

ჯერჯერობით არ ვიცით რა პოზიციაზე განიხილავს კუმანი მესის, საერთოდ თუ განიხილავს მათი შეხვედრის მერე, ეგეც საკითხავია. თუმცა, აღნიშნულ ტაქტიკურ სქემაში, მესის ადგილი სწორედ ათიანზეა. ის ვეღარ ითამაშებს მარჯვენა შემტევად, რადგან აუცილებლად მოეთხოვება დაცვაში მუშაობა, მესის კი ამის ფიზიკური ძალა უკვე აღარ შესწევს. მით უმეტეს, რომ მთელი სეზონი აქვს სათამაშო.

კარგი ამბავია საყრდენებისთვის, თუმცა ბუსკეტს მაინც მოუწევს კონკურენცია. დე იონგს რომ ულაპარაკოდ ძირითადში განიხილავს, კუმანმა ეს უკვე გვამცნო, მისი მეწყვილე ხან ბუსკეტსი იქნება, ხანაც მირალემ პიანიჩი, მაგრამ თუ კუმანმა საწადელი აისრულა და ვეინალდუმი გადმოიბირა, ორივეს სკამზე მოუწევს დარჩენა, ძირითადში კი ჰოლანდიელები იქნებიან.

ბევრი რამ მაინც გაუგებარია და MD-ს ვარაუდებიც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რამეში მაინც გავერკვიოთ, მაგალითად, ვიცით, რომ კუმანს სუარესი არ სჭირდება, ეს კი შეცდომა მგონია, რადგან ლუისმა მზადყოფნა გამოთქვა, თუ საჭიროა გუნდს სკამიდან დავეხმარებიო. ურუგვაელი ამ მსხვერპლისთვის მზად არის, გრიზმანი და ლაუტარო კი - არა. მათ მხოლოდ ძირითადი დააკმაყოფილებთ და ისე ჩანს, რომ თუ ტრანსფერი შედგა, კონკურენტებიც იქნებიან. შედგება თუ არა გარიგება, მეორეხარისხოვანია, აქ აქცენტი კუმანის გეგმაზეა, რაში სჭირდება ლაუტარო, თუ გრიზმანს ცენტრფორვარდად დაყენებას უპირებს?!

ნაკლები თავსატეხი არც გარემარბებს ექნებათ. "ქერა ბულდოგმა" მემფის დეპაის ტრანსფერი მოითხოვა. ის კი ზუსტად იქ თამაშობს, სადაც უსმან დემბელე და ანსუ ფატი. თუ დეპაი "ბარსაში" გადმოვიდა, დემბელეს ძალიან გაუჭირდება ადგილის დამკვიდრება, ან დააყენებს მარჯვენა ფლანგზე და მისცემს იგივე დავალებას, რასაც "დორტმუნდში" ასრულებდა.

არ დაგვავიწყდეს ფილიპე კოუტინიო, რომელსაც ასევე დარჩენას უწინასწარმეტყველებენ, ამ სქემაში მისი ადგილიც ათიანზეა. სხვაგან უბრალოდ წარმოუდგენელია, თუ ვალვერდესავით ექსპერიმენტებს არ მიჰყო ხელი, ეს კი ნაკლებ სავარაუდოა, რადგან პრესკონფერენციაზე, სწორედ ამაზე ისაუბრა და ექსპერიმენტები გამორიცხა. 

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებს ისევე არ აქვთ წარმოდგენა კუმანის გეგმების შესახებ, როგორც დანარჩენ მსოფლიოს. იმედს ვიტოვებ, რომ თავად კუმანმა კარგად იცის რასაც აკეთებს.

MD-ს მიხედვით ასეთი სურათი იკვეთება.

  • საყრდენ ზონაში: დე იონგი და პიანიჩი (შემცვლელად ბუსკეტსი. მიდის მუშაობა ვეინალდუმის ტრანსფერზე);
  • ათიანზე: მესი, პუჩი, შესაძლებელია ანტუან გრიზმანიც (მიდის მუშაობა კოუტინიოს დასაბრუნებლად);
  • ფორვარდი: გრიზმანი (თუ ლაუტარო მოვა, სუარესი წავა);
  • მარცხენა გარემარბი: უსმან დემბელე, ანსუ ფატი (მიდის მუშაობა მემფის დეპაის გასაფორმებლად);
  • მარჯვენა გარემარბი: თუ ამ პოზიციაზე მესის ათამაშებს, მაშინ დაცვითი სქემის დარღვევაც მოუწევს, რადგან ლეო მთელი თამაში უკან ვერ ირბენს. სხვა მხრივ კი შეუძლია დემბელე ან ტრინკაუ დააყენოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #13 24 აგვისტო 2020 15:48
    2
    ციტატა: InFiNiTe8
    ციტატა: Pique_3
    ძაან მინდოდა რო ბარსას 4-2-3-1 სქემით ეთამაშააა და მესი ათაინის პოზიციაზე დამდაგრიყოოოო🥰🥰❤❤დემბელეც თავის ადგილასდადგება და თუ რამის ტრაკი აქვს უნდა დაამტკიცოს ის დროა🙃წინ გრიზი და მემარჯვენე შემტევი საყიდელია უეჭველიი🙂მე 29 წლის ნეიმარის დაბრუნებას და მასში 180 მილიონის გადახდას მირჩევნია 120 მილიონად 21 წლის სანჩო მოიყვანონ❤

    ეგ ნეიმარი მინიმუმ 1 ჩემპიონთა ლიგის და + სხვა თასების გარანტია და 21 წლის სანჩო შლემბელესავით ან გაამართლებს ან არა...

    არანაირად არაა ჩემპიონთა ლიგის გარანტი🙂ნახევარი სეზონი ტრამვები აქ ტიპს და ისედაც ყველამ იცის მისი საქმისადმი დამოკიდებულება და რატო ჩაიციკლეთ ამ ნეიმარზე🤔გააკეთა უკვე თავისი არჩევანი და წავიდა იქ სადაც მეტს უხდიან❤ძაან არარეალურია რო ბარსელონას მაგდენის გადახდის ტრაკი ქონდეს🙃
    InFiNiTe8
    სტუმარი [?]
    #12 24 აგვისტო 2020 14:21
    0
    ციტატა: Pique_3
    ძაან მინდოდა რო ბარსას 4-2-3-1 სქემით ეთამაშააა და მესი ათაინის პოზიციაზე დამდაგრიყოოოო🥰🥰❤❤დემბელეც თავის ადგილასდადგება და თუ რამის ტრაკი აქვს უნდა დაამტკიცოს ის დროა🙃წინ გრიზი და მემარჯვენე შემტევი საყიდელია უეჭველიი🙂მე 29 წლის ნეიმარის დაბრუნებას და მასში 180 მილიონის გადახდას მირჩევნია 120 მილიონად 21 წლის სანჩო მოიყვანონ❤

    ეგ ნეიმარი მინიმუმ 1 ჩემპიონთა ლიგის და + სხვა თასების გარანტია და 21 წლის სანჩო შლემბელესავით ან გაამართლებს ან არა...
    Culé [?]
    #11 24 აგვისტო 2020 13:51
    0
    ციტატა: Lasho
    4-3-3 სჯობს

    შტეგენი

    დესტი-პიკე-ლენგლე-ტალიაფიკო

    ვან დე ბეეკი-დე იონგი-კოუტინიო

    მესი-ლაუტარო-დემბელე(ფატი)

    ეს ყველაზე რეალურია სიტუაციიდან გამომდინარე.. ცენტრალურ მცველს თუ მოიყვანენ და ტოდიბოსაც დატოვებენ კარგი იქნება.. ჩემზე რო იყოს გრიზმანს გავუშვებდი..
    ტრინკაო, პედრი, პუჩი, ფატი, ტოდიბო, არაუხო ამ ბიჭებს ბევრი სათაშო დრო უნდა მიეცეთ.. და ის ალკმაარის ვინგერიც ძაან კარგი იქნებოდა


    Kous magivrad pianichi da lautaros magivrad grizi
    Lasho
    სტუმარი [?]
    #10 24 აგვისტო 2020 13:08
    0
    4-3-3 სჯობს

    შტეგენი

    დესტი-პიკე-ლენგლე-ტალიაფიკო

    ვან დე ბეეკი-დე იონგი-კოუტინიო

    მესი-ლაუტარო-დემბელე(ფატი)

    ეს ყველაზე რეალურია სიტუაციიდან გამომდინარე.. ცენტრალურ მცველს თუ მოიყვანენ და ტოდიბოსაც დატოვებენ კარგი იქნება.. ჩემზე რო იყოს გრიზმანს გავუშვებდი..
    ტრინკაო, პედრი, პუჩი, ფატი, ტოდიბო, არაუხო ამ ბიჭებს ბევრი სათაშო დრო უნდა მიეცეთ.. და ის ალკმაარის ვინგერიც ძაან კარგი იქნებოდა
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #9 24 აგვისტო 2020 13:08
    2
    ძაან მინდოდა რო ბარსას 4-2-3-1 სქემით ეთამაშააა და მესი ათაინის პოზიციაზე დამდაგრიყოოოო🥰🥰❤❤დემბელეც თავის ადგილასდადგება და თუ რამის ტრაკი აქვს უნდა დაამტკიცოს ის დროა🙃წინ გრიზი და მემარჯვენე შემტევი საყიდელია უეჭველიი🙂მე 29 წლის ნეიმარის დაბრუნებას და მასში 180 მილიონის გადახდას მირჩევნია 120 მილიონად 21 წლის სანჩო მოიყვანონ❤
    Anssumane
    სტუმარი [?]
    #8 24 აგვისტო 2020 13:07
    0
    ციტატა: Magician
    ჯერ ტრანსფერების ამბავია გასარკვევი და მსჯელობა მერე შეიძლება.

    100%
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 აგვისტო 2020 12:47
    1
    ჯერ ტრანსფერების ამბავია გასარკვევი და მსჯელობა მერე შეიძლება.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #6 24 აგვისტო 2020 12:33
    0
    დღეს ვინც გვყვავს:

    ტერ შტეგენი - პიკე, ლენგლე, სემედუ, ალბა - დე იონგი, პიანიჩი - მესი, დემბელე, ფატი - გრიზმანი.
    Culé [?]
    #5 24 აგვისტო 2020 12:28
    1
    დაცვაა გასაძლიერებელი სასწრაფოდ დაცვა დაცვაააა!!!!!!ამ დაცვით ნებისმიერი გრანდი გაგვარღვევს რაც არუნდა მაგარი შსტევა და ნახევარდაცვა გვყავდეს.უპამეკონაო მოსაყვანი.ისეთი მარცხენა მცველი ალბას კონკურენცია გაუწიოს და გაანძრევიოს ერაგი ადგილი.და მარჯვენა მცველი ვინმე ნორმალური.სემედოს და რობერტოს იმედად ჩემი მტერი იყოს.გასაყრელია საერთოდ ორივე.რობერტო კიდე შეილება ცენტრში თუ ითამაშებს
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 აგვისტო 2020 11:56
    1
    ისევ მარჩიელობა დააცადეთ ბიჭო ამ კაცს დააცადეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #3 24 აგვისტო 2020 11:49
    0
    ციტატა: Ronaldinho.
    შტეგენი
    სემედო - გარსია -ლენგლე - ალბა(ანხელინიო) პიანიჩი(ბუსკეცი) - დე იონგი
    დემბელე(ტრინკაო,პედრი)- მესი(ვან დებეეკი,გირზმანი)-პუჩი(კოუტინიო,ფატი)
    გრიზმანი(ლაუტარო)


    ეგრე კი ლაგდება ლამაზად, მაგრამ კოუს სკამისთვის ხო არ მოიყვანს? ან ლაუტაროს? არც გრიზმანი დაჯდება.

    ამიტომ უნდა დატოვოს სუარესი, ერთადერთია ჯერჯერობით ვინც თქვა, რომ სკამისთვისაც მზად არის.
    Ronaldinho.
    სტუმარი [?]
    #2 24 აგვისტო 2020 11:43
    0
    შტეგენი
    სემედო - გარსია -ლენგლე - ალბა(ანხელინიო) პიანიჩი(ბუსკეცი) - დე იონგი
    დემბელე(ტრინკაო,პედრი)- მესი(ვან დებეეკი,გირზმანი)-პუჩი(კოუტინიო,ფატი)
    გრიზმანი(ლაუტარო)
    [?]
    #1 24 აგვისტო 2020 11:39
    3
    ეგრე თუ ქნა პუჩი უნდა გააიჯარონ ჩავის მოსვლამდე თორე გააფუჭებს ეს. 2 საურდენი კიდე არ გაამართლებს თავიდანვე და მალე დაბრუნდება 4-1-2-3 ზე. კოუ თუ დარჩა, პუჩი გასავითარებელია, ბეეკი თუ უნდა ესეიგი 2 საყრდენი კაი აზრი არაა. მარა ძლიერ გუნდებთან შეიძლება. ისე 3-4-3 იც ამის ტაქტიკაა. დაცვაში 3 კაცი, ლენგლე გარსია პიკე მაგალითად, ფლანგებზე კიდე ალბა სემედოს ნაცვლად შეიძლება ფატი დემბელე ან ტრინკაო დადგნენ, თუ ვაგებთ შემტევები შეცვლიან მცველებს. კი არ ამართლებს 3 მცველიანი ტაქტიკა მარა ლუჩო კარგად იყენებდა და ის ქამბექი პსჟ სთან 3 მცველით შედგა