მესი ბართომეუსთან შეხვედრაზე კვლავ უარს ამბობს

მესი ბართომეუსთან შეხვედრაზე კვლავ უარს ამბობს

მესისა და ბართომეუს დაპირისპირება ჭადრაკის თამაშს დაემსგავსა, სადაც მხარეები სვლებს რიგრიგობით აკეთებენ. თამაშს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს და სრული უმრავლესობა ლიონელ მესისკენ იხრება.

ბართომეუმ მესისთან შეხვედრა მოისურვა, მაგრამ ლეომ ამაზე უარი განაცხადა, ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი ცხადია, "ბარსა" ჩვეულებრივ კლუბად იქცა და მესი ამაში ბართომეუს ადანაშაულებს. არა მხოლოდ მესი, ვისაც კი ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს, რა ხდებოდა კლუბში ბოლო წლების განმავლობაში, ყველამ იცის, რომ ამ კაცმა გუნდი ეტაპობრივად და ნაწილ-ნაწილ დაშალა.

როგორც Marca იუწყება, მესი ვარჯიშის განახლებას აპირებს და PCR ტესტსაც აუცილებლად გაივლის, მაგრამ გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ახლა მას, მხოლოდ კონტრაქტი აკავებს, რომლის განსახილველადაც FIFA-ს და UEFA-ს მიმართა, კონტრაქტის სირთულიდან გამომდინარე, საქმეში ესპანეთის სასამართლოც იქნება ჩართული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 აგვისტო 2020 18:23
    1
    თამაშს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს და სრული უმრავლესობა ლიონელ მესისკენ იხრება
    ოღონდ ბარსამანიაზეა პირიქით, ოღონდ ლეო ლანძღონ და უკვე ბართომეუსაც ითმენენ.
    Iniesta. And messi
    სტუმარი [?]
    #2 27 აგვისტო 2020 16:44
    2
    წარმატება მესის და წარმატება ბარსას ამ კაცის გარეშე
    MARADONA1968
    სტუმარი [?]
    #1 27 აგვისტო 2020 16:16
    0