პსჟ ლეო მესის "მანჩესტერ სიტიზე" უკეთეს პირობებს სთავაზობს | TyC Sports
"ბარსელონას" ლიდერსა და კაპიტანს, ლიონელ მესის ბოლო პერიოდში "მანჩესტერ სიტის" ხშირად უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, TyC Sports-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენმა" ამ საგაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა და ლეოს "ქალაქელებზე" უკეთესი კონტრაქტი შესთავაზა.
გავრცელებული ჭორების თანახმად, "ლა პულგას" ინგლისური გუნდის პროექტი უფრო ხილავს, რომელსაც სათავეში მისი ყოფილი დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა უდგას.
მაგრამ, ცნობილია, რომ "სიტის" ფინანსურ ფეირ პლეის წესებთან პრობლემა აქვს, რაც მას ზღუდავს. ადრე გავრცელებული ცნობებით, პრემიერ ლიგის ბინადრები მზად იყვნენ, "ლურჯ-ბროწრულისფერთა" ათიანისთვის იმდენი გადაეხადათ, რამდენსაც იგი კატალონიაში გამოიმუშავებს.
"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ ლეგენდის შენარჩუნებას შეძლებს, ამისათვის კი "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ მზადაა გადადგეს, თუ, რა თქმა უნდა, ეს არგენტინელის დარჩენას გამოიწვევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 2 ]