"იუვენტუსს" სუარესი სურს, ფეხბურთელი "ბარსასგან" 25 მილიონს ითხოვს

"იუვენტუსს" სუარესი სურს, ფეხბურთელი "ბარსასგან" 25 მილიონს ითხოვს

ჯერ კიდევ "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის დამატებით "იუვენტუსია" დაინტერესებული.

ცნობილია, რომ რონალდ კუმანი 33 წლის შემტევზე იმედებს არ ამყარებს და "ბარსელონა" მზადაა სამხრეთ ამერიკელს კონტრაქტი გაუწყვიტოს. ეს ნიშნავს, რომ სუარესი ხელმისაწვდომი უფასოდ იქნება.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სუარესის დამატებით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა.

იმავე წყაროს ცნობით, სუარესი "ბარსელონასგან", კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, 25 მილიონ ევროს ითხოვს და პასუხს ელის. ძნელი წარმოსადგენია, "ბლაუგრანა" ამას დასთანხმდეს, რადგან კლუბს ლუისის ერთი წლით შენარჩუნება დაახლოებით ამდენი დაუჯდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 28 აგვისტო 2020 12:11
    2
    მე ჭორი მგონია დიდი ალბათობით ასეც იქნება, მაგრამ მესისთან ერთად ისადილა და იქნება მოილაპარაკეს კომფორტის ზონის დატოვება გვიწევს და მაქსიმუმს გამოვრჩეთო ასე ტუა და მართლა უნდა 25 მილიონი სუარესს 25 მილიონჯერ უნდა ამოარტყან პანღური თითქოს მას არ მიუძღვის წვნილი გუნდის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში ტიპს წესიერად გოლი ვერ გაქონდა ბოლო წლები ლიგაზე და გასვლაზე ხო საერთოდ.
    Culé [?]
    #1 28 აგვისტო 2020 11:29
    0
    mokled vinc tavtraks itk.. vda barsas gamo uazrod daeries.. me didi xaniq msurda ase principuli mwvrtneli rom satqmeli pirshi etqva magram ase mtlad reals damvmsgavsebodit es martla zedmetia...