"ევერტონს" რაფინიას შეძენა სურს
"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა, შესაძლოა, "ევერტონის" რიგებს შეუერთდეს, იტყობინება Liverpool Echo.
ინგლისური გამოცემის მტკიცებით, კარლო ანჩელოტის გუნდს სამი ფეხბურთელის შეძენა აქვს გადაწყვეტილი, მათგან ერთ-ერთი კი სწორედ რაფინიაა. პრემიერ ლიგაში ასპარეზობა თავად ფეხბურთელის სურვილსაც წარმოადგენს.
"ბარსელონა" მის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს ითხოვს. კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ "ევერტონთან" ამ სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას მიაღწევს.
გარდა "ევერტონისა", რაფინია რამდენიმე იტალიური კლუბისა და ვიგოს "სელტას" ინტერესთა სფეროშია.
აღსანიშნავია, რომ, მედიაში არსებული ცნობების თანახმად, რაფინიას ძმა, ტიაგო ალკანტარა, დიდი ალბათობით, "ლივერპულს" შეუერთდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]