უნდა დატოვოს თუ არა მესიმ "ბარსა" უფასოდ? - კატალონიელი გულშემატკივრების პოზიცია
იმის მიუხედავად, რომ ლიონელ მესიმ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ოფიციალურად აცნობა და გუნდის შეკრების პირველ დღეს სავარჯიშო მოედანზე არ გამოცხადდა, კლუბის პოზიცია უცვლელია. "ბარსელონა" მესის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ტრანსფერის სანაცვლოდ 700 მილიონ ევროს მიიღებს.
კატალონიურმა ტელევიზია TV3-მა ადგილობრივი გულშემატკივრები გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა - 73% - ბორდს ეთანხმება, დანარჩენები კი მიიჩნევენ, რომ კლუბმა ლეოს უფასოდ წასვლის საშუალება უნდა მისცეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]