ტერ შტეგენს ტიაგოს ტრანსფერი სურს
"ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ტიაგო ალკანტარასადმი სიმპათიებს არ მალავს და "ბლაუგრანაში" იწვევს.
"ჩემი დიდი სურვილია, რომ ტიაგო ალკანტარა გუნდში მყავდეს. მისი სათამაშო სტილი "ბარსას" შეეფერება. გამიხარდება თუ ის ჩვენთან გადმოვა.
ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ისინი თუ მას შეიძენენ, კარგი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მისთვისაც." - განაცხადა ტერ შტეგენმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტიაგოს "ბაიერნის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი და არაერთი გრანდი იბრძვის მის გადასაბირებლად, "ბარსელონამ", ამ ეტაპზე, ოდნავი ინტერესიც კი არ გამოიჩინა ბრაზილიელ-ესპანელის კლუბში დასაბრუნებლად.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონებთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და დიდი შანსია, რომ წელს მან გუნდი დატოვოს. ტიაგოსთვის ბრძოლაში ვაფორიტი "ლივერპული" იყო, თუმცა კლოპის გუნდი 30 მლნ. ევროს გადახდაზე, რომელიც "ბაიერნმა" მოითხოვა, უარს აცხადებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]