ივან რაკიტიჩის დამშვიდობება "ბარსელონასთან"
გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, რომლის პირდაპირ ეთერში ყურებაც მხოლოდ BarcaTV+ -ის ეთერშია შესაძლებელი, ივან რაკიტიჩმა ისაუბრა.
"ვფიქრობ, ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რამდენს ვშრომობდი "ბარსელონასთვის".
24 საათის განმავლობაში ფეხბურთით ვცხოვრობ, ოჯახის წევრებთან ერთადაც კი. ფეხბურთი 4 წლის ასაკიდან მიყვარს და ამით სიამოვნებას ყოველდღიურად ვიღებ.
6 წლის მანძილზე, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ქალაქი შესანიშნავი იყო, ხალხმა კი დიდი სითბო გვაჩუქა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. კარგი იქნება, თუ ყველას ვემახსოვრები უბრალო ადამიანად, რომელიც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა.
მინდა, დავემშვიდობო მწვრთნელებს, ბორდს, თანაგუნდელებს და სამზარეულოს პერსონალს. მათ ჩემი წასვლის გამო ცრემლები მოადგათ.
ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ "ბარსელონაში" ამდენ მატჩს ჩავატარებდი და ამდენ ტიტულს მოვიგებდი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ძალიან ბევრი ვისწავლე. ყველაფერი შესანიშნავი იყო.
ჩავი და ანდრეს ინიესტა განსაკუთრებული თანაგუნდელები იყვნენ. ჩავისთან ერთად გავატარებული წელი განვითარებაში დამეხმარა, ანდრესი კი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, რომელიც სპორტის გამო შევიძინე. საუკეთესო მომენტი? ასეთი ბევრი იყო. თუ მაინც ერთი უნდა ავირჩიო, ბერლინის ჩემპიონთა ლიგის ფინალს დავასახელებ.
"ბაიერნთან" კრახი? უკვე კარგად ვიცით, რა მოხდა, ამის თავიდან აცილება ყველას უნდოდა. ვწუხვარ, რომ თამაშში მონაწილეობის მიღება ვერ მოვახერხე.
მესი? ფეხბურთელები თავიანთი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას თავად იღებენ.
"ბარსელონას" წარმატებას ვუსურვებ. თუ "ბარსას" კარში გოლს გავიტან, არ აღვნიშნავ". - თქვა რაკიტიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]