MD: კუმანი ფატის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე განიხილავს
"ბარსელონას" ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, შესაძლოა, ანსუ ფატი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშოს, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემის თქმით, კუმანი ფლანგებზე უსმან დემბელესა და გუნდის ახალწვეულის, ფრანსიშკუ ტრინკაუს გამწესებას მოიაზრებს, შეტევის ცენტრში კი, ლუის სუარესის შემცვლელად, ანსუ ფატის.
თუმცა საინტერესოა, როგორ გამართლდება MD-ს ეს ცნობა ლეო მესის გუნდში დარჩენის შემდეგ, რაც, ასევე, ლუის სუარესისთვის "ბარსელონაში" ადგილის შენარჩუნების მეტ შანსს ნიშნავს.
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ კაპიტანმა Goal-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ "ბარსაში" რჩება, რადგან არ სურს, მშობლიურ კლუბს სასამართლოში დაუპირისპირდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]