ვეინალდუმი vs ტიაგო | სტატისტიკური შედარება
ჯორჯინიო ვეინალდუმი თუ ტიაგო ალკანტარა, კატალონიელებმა აქცენტი სწორედ ამ ორ ნახევარმცველს შორის უნდა გააკეთონ. იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანას" არჩევანი ნიდერლანდელზე შეჩერდება, "ლა მასიელი" ალკანტარა, დიდი ალბათობით, "ლივერპულში" გადაბარგდება.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რონალდ კუმანს გუნდში ჯორჯინიოს მოყვანა სურს, რადგან მასთან მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის ნაწილი კლუბში ტიაგოს დაბრუნებას ემხრობა.
ჩვენ შეგვიძლია მათი სტატისტიკა ერთმანეთს შევადაროთ და განვსაჯოთ, თუ რომელი მათგანი მოერგება უკეთესად რონალდ კუმანის "ბარსელონას".
ზოგადი მაჩვენებლები
თამაშების რაოდენობა: ვეინალდუმი - 37, ტიაგო - 24.
ნათამაშები წუთები: ვეინალდუმი - 2948, ტიაგო - 1772.
გოლები: ვეინალდუმი - 4, ტიაგო - 3.
ასისტები: ვეინალდუმი - 0, ტიაგო - 0.
დაცვითი მონაცემები
ვარდნები (თითოეულ თამაშში): ვეინალდუმი - 1, ტიაგო - 0.8
ჩაჭრები: ვეინალდუმი - 0.5, ტიაგო - 1.9
სიტუაციის განმუხტვა: ვეინალდუმი - 0.9, ტიაგო - 0.5
დაბლოკვა: ვეინალდუმი - 0.1, ტიაგო - 0.1
გატარებული დრიბლინგები: ვეინალდუმი - 0.8, ტიაგო - 0.9
შეტევითი მონაცემები
დარტყმები: ვეინალდუმი - 1, ტიაგო - 0.8
საკვანძო გადაცემები: ვეინალდუმი - 0.5, ტიაგო - 0.8
წარმატებული დრიბლინგი: ვეინალდუმი - 1.1, ტიაგო - 3
ზუსტი გადაცემები: ვეინალდუმი - 43.9, ტიაგო - 74.9
პასების სიზუსტე: ვეინალდუმი - 90.8%, ტიაგო - 90.5%
ჩაწოდებები: ვეინალდუმი - 0, ტიაგო - 0.1
გრძელი პასები: ვეინალდუმი - 1.1, ტიაგო - 6.2
სათამაშო დისციპლინა
ჯარიმების რაოდენობა: ვეინალდუმი - 0.4, ტიაგო - 1.
ყვითელი ბარათები: ვეინალდუმი - 0, ტიაგო - 7.
შეჯამება
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარდაცვის გაუმჯობესების მხრივ ტიაგო "ბარსასთვის" უკეთესი შენაძენი იქნება. ვეინალდუმი კი უფრო მეტად რაკიტიჩისა და ვიდალის შემცველად განიხილება.
"ლივერპულის" ნახევარდაცვა გამორჩეული განსაკუთრებით დაცვითი ქმედებების გამოა. თუმცა, ამ ასპექტშიც კი ტიაგო ჯორჯინიოს დიდად არც ჩამორჩება, პირიქით, საშუალოდ თამაშში მას მეტი ჩაჭრა უფიქსირდება.
შეტევითი თვალსაზრისით, ესპანელი ნიდერლანდელზე ერთი თავით მაღლა დგას. ერთგოლიანი უპირატესობაც კი მხოლოდ იმიტომაა შესამჩნევი, რომ ვეინალდუმმა 13 შეხვედრით მეტი ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]