ფატი: "ლუის ენრიკესთან ერთად მუშაობა დიდი პატივია"
უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში (4:0) გაბრწყინების შემდეგ, "ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდმა, ანსუ ფატიმ კომენტარი გააკეთა.
"ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ყველა ძალიან თბილად შემხვდა. ლუის ენრიკესთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია.
ახლა ისღა დამრჩენია, რომ რონალდ კუმანიც დავარწმუნო. მე მოთმინებით ვიმუშავებ და ყველაფერი მოვა." - განაცხადა ანსუ ფატიმ.
17 წლის ფეხბურთელმა, უკრაინასთან შეხვედრაში, 1 გოლი გაიტანა, გამოიმუშავა პენალტი და უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]