ლუდოვიტ რეისი: კუმანი ახალგაზრდული ნაკრებიდან მიცნობს

ლუდოვიტ რეისი: კუმანი ახალგაზრდული ნაკრებიდან მიცნობს

"ბარსა ბ"-ს ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ლუდოვიტ რეისმა, ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშვნაზე ისაუბრა. 

"მიხარია, რომ ის მწვრთნელად დანიშნეს. კუმანი კლუბს კარგად იცნობს, ეროვნულ ნაკრებს კი შესანიშნავად წვრთნიდა. მე ის ნაკრების ახალგაზრდული კატეგორიებიდან მიცნობს და მაინტერესებს, რა მოხდება, როცა მოედანზე დავბრუნდები. 

ლისაბონში დავრწმუნდი, რომ მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობის მიღება მინდა. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და როცა შანსი მომეცემა, აუცილებლად გამოვიყენებ. 

"ბარსელონას" ნაწილი ვარ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვვარჯიშობ. ეს მაძლიერებს. სეგუნდა ბ დივიზიონში თამაში იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ გუნდის თამაშის სტილის წყალობით ძალიან ვვითარდები". - თქვა რეისმა. 

20 წლის ფეხბურთელი კატალონიურმა გრანდმა წინა სეზონის დასაწყისში "გრონინგენიდან" დაიმატა. მას კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება კი ჯერ არ მისცემია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.