"ბარსელონა" ერიკ გარსიაში 10 მილიონს იხდის | Cat Radio
"ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" 19 წლის მცველის, ერიკ გარსიას ტრანსფერის თაობაზე პირველი შეთავაზებით უკვე მიმართა. ამ ინფორმაციას Catalunya Radio ავრცელებს.
კატალონიის რადიოს ცნობით, "ბლაუგრანას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ, "სიტის" გარსიაში 10 მილიონი ევრო შესთავაზა. "ქალაქელებმა" ამ წინადადებაზე უარი თქვეს, თუმცა ისინი ესპანელი ფეხბურთელის 15-18 მილიონად გაშვებას დასთანხმდებიან.
ერიკ გარსია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. მან კატალონიური კლუბი 2017 წელს დატოვა და სწორედ "მანჩესტერ სიტის" მიაშურა. გავრცელებული ინფორმაციით, იმედისმომცემ ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" დაბრუნება სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]