პიანიჩის პრეზენტაცია მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება

პიანიჩის პრეზენტაცია მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, მირალემ პიანიჩის "ბარსელონას" ფეხბურთელად წარდგენის ცერემონია მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება. 

ბოსნიელი ნახევარმცველი რონალდ კუმანის გუნდს თავიდანვე ვერ შეუერთდა - მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაში საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუხდა. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის ვირუსისგან განიკურნა. 

"ბარსამ" პიანიჩი წინა სეზონის დასრულების შემდეგ, "იუვენტუსიდან" დაიმატა. მის სანაცვლოდ ტურინული გუნდს არტური შეუერთდა, რომელმაც ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 9 სექტემბერი 2020 16:19
    3
    Griezzy7,
    მეგობარო, სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს იხურება.