"ინტერი" ჟუნიორ ფირპოს შეძენით ისევ ინტერესდება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერი" ჟუნიორ ფირპოს დამატებით ისევ ინტერესდება.
იტალიურმა კლუბმა "ბარსელონას" ფირპოს იჯარა სთხოვა, მაგრამ "ბარსას" ასეთი ტიპის გარიგება არ სურს და არც ახალგაზრდა მარცხენა მცველის სიმბოლურ ფასად გაყიდვა უნდა.
კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, უფრო რეალურია: ჟუნიორის ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს, ლაუტაროს კატალონიურ გუნდში გადმოსვლის შანსი ისევ არსებობს და თუ ეს მოხდება, ფირპოს "ინტერში" გადასვლაზე ორივე მხარე თანახმა იქნება.
აღსანიშნავია, რომ რონალდ კუმანს, რომელიც ტრანსფერებზე ბოლო სიტყვას ამბობს, ჟუნიორის თამაში ჯერჯერობით მოსწონს და მის გაშვებაზე არ ფიქრობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]